რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა

????????????????????????????????????

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა. ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარუდგინა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, არჩილ ჯაფარიძეს საჯარო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბოლო წლებში ის იყო მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე და კარგად იცნობს რეგიონის საჭიროებებს. ,,დარწმუნებული ვარ, ახალი გუბერნატორი თავისი გამოცდილებით გუნდთან ერთად, წარმატებულ ნაბიჯებს გადადგამს რეგიონის სწრაფი განვითარებისთვის’’.
არჩილ ჯაფარიძემ 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი . 2014-2017 წლებში ეკავა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტი. მანამდე იყო აბროლაურის საკრებულოს წევრი.

Visited 177 times, 1 visit(s) today