რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო-სვანეთის რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად ემზადება

09/02/2023

დღეს, “ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის” წარმომადგენლებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და ტურიზმის აიპების ხელმძღვანელებთან გამართეს. შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძვანელი-ანუკი კანთელაძე. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებასა და ჩართულობაზე, დაისახა ამ მხრივ გასატარებელი საჭირო ღონისძიებები. შეგახსენებთ, რომ “ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი” იწყებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ყველაზე დაუცველი/მოწყვლადი წარმომადგენლების (ქალები, მიგრანტები, მაღალმთიან რაიონებში/სოფლებში მცხოვრები პირები, ახალგაზრდები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობები) როლის გაზრდა სოფლის განვითარებაში;
სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობა სოფლის განვითარების პროცესში;
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მოწყვლადი ნაწილისათვის, მათი სოციალური ინტეგრაციისა და ბიზნეს სექტორში ჩართულობის მხარდაჭერით;
ადგილობრივი პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა და განხორციელების ხელშეწყობა;
სოფლის მოსახლეობისთვის საჯარო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მოადგილეებთან-ქრისტინა კობახიძესთან და ლევან ზალკალიანთან ერთად ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0