რაჭა-ლეჩხუმში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ლენტეხის, ამბროლაურის, ცაგერის და ონის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს მეცხოველეობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების კუთხით რეკომენდაციები გაუწიეს. ფერმერებთან შეხვედრაზე სპეციალისტებმა ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, საფუტკრის მოწყობის, დამატებითი კვების, ფუტკრის დაავადებების იდენტიფიცირების, მასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების და თანამედროვე სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენებაზე გაამახვილეს ყურადღება. ფერმერები ასევე გაეცნენ მცენარეთა მავნებელ დაავადებათა ტიპებს, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს და პესტიციდების შერჩევის საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (სოფლები – შუაფხო, წილკანი, მუხრანი, ციხისძირი და დაბა თიანეთი) 12-დან 14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

Visited 138 times, 1 visit(s) today