რეგიონიდან ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი გაიგზავნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ამ ეტაპამდე, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება. გიორგი დოხტურიშვილის ორგანიზებით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რეგიონის მასშტაბით, 20 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება მოხდა
ქვემო ქართლიდან, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი დღეს გაიგზავნა. პროცესის მიმდინარეობას, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე და მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, ადგილზე პირადად გაეცნენ. აქციის ფარგლებში, რომელიც მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ორგანიზებით წარიმართა, რეგიონის მასშტაბით, 20 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება მოხდა – ადგილობრივი მუნიციპალიტეტების – რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროსა, მარნეულის, წალკის მერების ასევე, კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტებისა შეძენა განხორციელდა. აღნიშნული აქცია მუნიციპალიტეტებში კვლავ გაგრძელდება.

Visited 66 times, 1 visit(s) today