რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

05/08/2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა ესწრებოდა.
ზურაბ ალავიძემ ამერიკულ, საერთაშორისო და ქართულ ბიზნეს კომპანიის წარმომადგენლებს სამინისტროს საქმიანობა გააცნო. მინისტრმა შეხვედრისას, დღეს არსებულ გამოწვევებსა და 2017-2020 წლებში ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, ზურაბ ალავიძემ ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ღონისძიებას ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით შედგა და მას პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი მასპინძლობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0