რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკს 20 ახალი მანქანა შეემატა

27/04/2016

რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ავტოპარკს 20 ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა შეემატა. რაიონული სამსახურებისთვის მანქანების გადაცემამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში განთავსებული ავტომანქანები დაათვალიერა. სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანები საქართველოს ყველა რეგიონში დღეიდან განაწილდება. საუბარია 20 ახალი მაღალი განვლადობის სპეცმანქანაზე, რომელიც 20 რაიონულ სამსახურს გადაეცემა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 20 მანქანის შეძენა ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვის ხარჯზე მოხდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული სამედიცინო დახმარების ავტოპარკი, 100 მაღალი და 80 საშუალო განვლადობის ავტომობილით 2014 წელს განახლდა. 20 ახალი სპეცმანქანის დამატების შედეგად ცენტრის ავტორაკი ჯამში 20 ავტომობილით განახლდა.

„დღეს უკვე დასრულდა პროცესი, რაიონულ სამსახურებს გადაეცემა 20 სპეციალურად აღჭურვილი მანქანა. ხაზგასასმელია, რომ ამ მანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან ჯამში გამოიყო 1 700 000 ლარი. ეს მოხდა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხებიდან“, – განაცხადა სერგეენკომ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0