რეგიონული შეხვედრა ტრანსასაზღვრო დაავადებებზე

28/06/2016

ქართველი და აზერბაიჯანელი ვეტერინარების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგების შეხვედრა გაიმართა კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში. ორი ქვეყნის სპეციალისტებმა ტრანსასაზღვრო დაავადებების და განხორციელებული საწინააღმდეგო ღონისძიებების საკითხი განიხილეს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება წელს განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების , წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ.
აღნიშნული ფორმატის შეხვედრები საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რეგულარულად იმართება და მნიშვნელოვანია რეგიონში ცხოველთა დაავადებების მიმართ კეთილსაიმედო მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრა ამერიკის თავდაცვის საფრთხის შემცირების საააგენტოს DTRA -ს ორგანიზებით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0