რეგიონში მოქმედ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

26/12/2019

სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე, მოადგილეებთან ერთად, რეგიონში მოქმედ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. რწმუნებულმა მათ რეგიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ რეგიონის განვითარებაში წვლილი ორივე მხარემ ღირსეულად უნდა შეიტანოს:

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მიზნად ისახავს ღია და გამჭირვალე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებას მთავრობას და ბიზნესს შორის, იმედი მაქვს რომ სახელმწიფოებრივად ღირსეულად მივუდგებით საკითხებს და ურთიერთპატივისცემით გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენი რეგიონის საკეთილდღეოდ. ჩვენ გვექნება მკაცრი რეაგირება შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდი მზად ვართ ღია და ეფექტური თანამშრომლობისთვის და გაგაცნობთ ჩვენს სამომავლო გეგმებს.
გარდა ამისა, მინდა მოვისმინო თქვენი ხედვები, რა შენიშვნები არსებობს, რაიმე ფაქტორი ხომ არ გიშლით ხელს წარმატებით საქმიანობის განხორციელებაში”-აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები:
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან:
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში:
1. სოფ.ჭრებალოში შიდა საუბნო გზის ასფალტირება
2. სოფლების: ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის
რეაბილიტაციის სამუშაოები
3. სოფელ კრიხის გზის რეაბილიტაციის (გაგრძელება) სამუშაოები
4. ქ. ამბროლაურში მდინარე კრიხულაზე დამცავი კედლის მოწყობის მეორე ეტაპის
სამუშაოები (გაგრძელება)

ლენტეხის მუნიციპალიტეტში:
1. დაბა ლენტეხში ხერგიანის ქუჩაზე ღობეების და სანიაღვრე არხების მოწყობა
2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა სასოფლო გზებისა და
სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები
3. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალსადენების სარეაბილიტაციო
სამუშაოები
4. ხიდების რეაბილიტაცია სოფლებში: თეკალი,შკედი
5. სოფ.სასასში ომში გმირულად დაღუპული ალეკო და ემზარ ონიანების
სახელობის სკვერის და მემორიალის მოწყობა
6. დაბაში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია

ონის მუნიციპალიტეტში:
1. სოფ.ღარში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია (გაგრძელება)

2. ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა (I I ეტაპი)
3. ქ.ონში არსებული სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია

ცაგერის მუნიციპალიტეტში:

1. ქ.ცაგერის ქუჩების მოასფალტების სამუშაოები – 588 530 ლარი
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსადენისა და სათავე ნაგებობის
მშენებლობა/რეკონსტრუქცია,რეაბილიტაცია(ჩხუტელი,ზუბი,დეხვირი,ლასხანა,ნაკურა
ლეში,ლასურიაში,უსახელო) – 741 397 ლარი
2. ქ.ცაგერის აღმაშენებლის ქუჩის ,სოფ.ქვ.ცაგერის,ლასურიაშის,დეხვირის,ქვ.აღვის
ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოწყობა – 413 858 ლარი

საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 2020 წლის ლიმიტით
რეგიონისათვის განსაზღვრულია 1 170 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 32
საჯარო სკოლის რეაბილიტაცია: ამბროლაურში – 5, ლენტეხში – 7, ონში -4 , ცაგერში 16
საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2020 წლისათვის განსაზღვრულია 2 550 000
ლარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0