რეგიონში სიმშვიდეა, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 პირი, ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებათ

21/03/2020

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სურსათის მარაგებთან დაკავშირებული ვითარების გასაცნობად, ქალაქ ამბროლაურის სუპერმარკეტსა და სოფლებში არსებულ სასურსათო მაღაზიებში იმყოფებოდა. რწმუნებულმა ინფორმაცია სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებისგან ადგილზე მიიღო. აღინიშნა, რომ გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, სურსათის მარაგების პრობლემა არ აქვთ და არც დეფიციტია მოსალოდნელი.

“რეგიონში სიმშვიდეა, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 პირი, ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებათ. მუნიციპალიტეტებში გამოყოფილია საკარანტინე ზონები, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ პაციენტებს. რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში საგანგებოდ შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც გადამზადდნენ და აქტიურად ჩაერთვებიან საპრევენციო ღონისძიებებში. დღეს, პირადად გავეცანი სუპერმარკეტებსა და მაღალმთიან სოფლებში არსებულ სასურსათო მაღაზიებში არსებულ ვითარებას, მარაგები არის, ფასთა მნიშვნელოვანი მატება არ შეინიშნება, მინდა მოვუწოდო ყველას, ნუ ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით და შესაძლებლობის ფარგლებში დაარეგულირონ ფასები. გარდა ამისა, ვასრულებთ ყველა იმ მითითებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღება. დროებით დახურულია რესტორნები, დარბაზები. შეზღუდვები დაწესდა გარკვეული ტიპის აქტივობებზე. დარჩით სახლში, გაუფრთხილდით საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მნიშვნელოვან გამოწვევას.“-

Tweet about this on TwitterShare on Facebook0