რეგიონში ჩატარებული ღონისძიებები რათქმაუნდა ეფექტურია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დღეს მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების, ენპარდის (ENPARD), მეცნიერთა ჯგუფის წარმომადგენლებსა და ამ დარგში დასაქმებულ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე თხილის კულტურის მავნებელ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და თხილის დარგში სამომავლოდ სხვადასხვა მავნებლებთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებაც იმსჯელეს.
„შევიკრიბეთ აქტუალურ თემებზე სასაუბროდ, როგორიცაა თხილის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები. რეგიონში ჩატარებული ღონისძიებები რათქმა უნდა ეფექტურია, თუმცა ამავე დროს საჭიროა უფრო ღრმად და მეცნიერულად შესწავლილი იყოს ის საკითხები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას მუდმივად აწუხებს. გადავწყვიტეთ შეგვექმნა მუშა ჯგუფი, რომელიც მომავალ კვირაში კვლავ შეიკრიბება და შემუშავდება გეგმა, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად დაისახება პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზები ,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.

Visited 203 times, 1 visit(s) today