რევაზ ასათიანი პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა

01/06/2017

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი, აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე და აკადემიის წევრები პოლონეთის რესპუბლიკის აგრარული დარგის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის დარგში სახელწიფოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე იმ პროექტებზე, რომელთა მიზანიც ქვეყანაში აგრარული მიმართულების განვითარების ხელშეწყობაა. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიით განსაზღვრულ საკითხებზე და დარგში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ პოტენციალს, ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებს და მიღწეულ შედეგებს. მიღებული ინფორმაციის შემდეგ, პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები საქართველოში აგროსასურსათო სექტორში ინვესტირების შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0