რექტორთა საბჭო სამედიცინი უნივერსიტეტში შეიკრიბა

15/03/2017

რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა ამჯერად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა და მას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული პირები მონაწილეობდნენ.

სხდომაზე განსახილველ თემებს შორის იყო საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამა, 2011-2012 წლებში აკრედიტებული პროგრამების განმეორებითი აკრედიტაციის საკითხები, აკადემიური პერსონალის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მიკუთვნების თემა, სამაგიტრო პროგრამების შესახებ მაგისტრატურის კითხვართან დაკავშირებული საკითხები და ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0