რთველის სააკოორდინაციო შტაბი თელავის შემდეგ ამბროლაურში გაიხსნა

09/10/2017

რთველის სააკოორდინაციო შტაბი თელავის შემდეგ ამბროლაურში გაიხსნა.
ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდა „ხვანჭკარის“ ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე (1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი).
წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გახსნილია 6 მიმღები პუნქტი და 12 კომპანია უკვე რაჭაშია და მზად არის გადაამუშაოს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ყურძნის მოსავალი.
კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავლებმა 129 მლნ ლარს გადააჭარბა. 9 ოქტომბრის 10:00 საათის მონაცემებით გადამუშავებულია 111 ათასი ტონა ყურძენი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0