რიკოთზე ავტობანი, ხიდები და გვირაბები ნამდვილად აშენდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„სამინისტროს უმთავრესი ამოცანა იქნება რეგიონების განვითარების ხელშეწყობა და იმ ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი თანამოქალაქეების ღირსეული ცხოვრების პირობებს და მათ კეთილდღეობას“ – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რიკოთზე ავტობანი, დაგეგმილი რაოდენობის ხიდები და გვირაბები ნამდვილად აშენდება, უბრალოდ სავარაუდოდ, დროში გადაიწევს. ასე უპასუხა ციქტიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შესაბამის კითხვას, რომელმაც მთავრობა პროექტების განხორციელების ვადების დარღვევის გამო გააკრიტიკა.

“აშენდება ბატონო რომან, რაც შეეხება ხიდებს და გვირაბებს, თქვენ მხოლოდ რიკოთის მონაკვეთზე ასაშანებელი ხიდების და გვირაბების რაოდენობა ჩამოთვალეთ, რომელიც მეტია იმაზე, რაც დაასახელეთ. რიკოთი შედგება 4 ლოტისგან, მათგან ერთზე უკვე გამოცხადდა ტენდერი სამშენებლოდ. რაც შეეხება კონკრეტულად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობას, გეგმა იყო რომ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, უბრალოდ ახლა ვამბობთ, რომ რიკოთის მთლიანი მონაკვეთის დასრულება 2022 წელს გადავა. დანარჩენი მონაკვეთები ასევე არის გამზადებული ტენდერისთვის და წელსვე იქნება გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები“, – განაცხადა ციქტიშვილმა.

მინისტრის თქმით, ზოგადად, საუბარია მხოლოდ პროექტების 1-2 წლიან გადავადებებზე და არა 10 წლიანზე.

Visited 142 times, 1 visit(s) today