რიმა ბერაძის ინიციატივით ჩუღურეთში კიდევ ერთი ახალი პროექტი განხორციელდება

18/05/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე, საკრებულოს დეპუტატი დავით უთმელიძე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ფიროსმანის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჯერ კიდევ 2014 წელს რიმა ბერაძის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლების ძირითადი მოთხოვნა არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო.
რიმა ბერაძის ინფორმაციით, ორი ათეული წლის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად ფიროსმანის ქუჩაზე ათეულობით სახლი დაზიანდა, თუმცა, არც ერთ წინა ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარების მიზნით არაფერი გაუკეთებია.
საკრებულოს მაჟრიტარმა წევრმა საკუთრი ინიციატივის რეალობად ქცევისთვის თბილისის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობას და თბილისის განვითარების ფონდს მადლობა გადაუხადა.
„დღეს წილად მხვდა პატივი, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესა და დედაქალაქის მერთან ერთად ეს სასიხარულო ამბავი ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლებისთვის მემცნო.
მინდა მათ მოთმინებისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი ამ პროექტის განხორციელებას უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ელოდებიან“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.
მისივე თქმით, ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში ამ საპროექტო სამუშაოებისთვის თანხა თბილისის განვითარების ფონდს გამოეყო.
„სულ ამ ქუჩაზე 45 სახლია, რომელთა შორის კლუტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლია.
2017 წელს ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ სახლების დაპროექტებას, კომუნიკაციების შესწავლას და ა.შ. ანუ ვაწარმოებთ იმ სამუშაოებს, რაც 2018 წელს დაგეგმილი რეაბილიტაციისთვისაა საჭირო.
მიმდინარე წელს კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ფიროსმანის მუზეუმს ჩაუტარდება“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0