რიმა ბერაძის მხარდაჭერით ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები 240 მოზარდი ბაკურიანში დაისვენებს

19/08/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა რიმა ბერაძემ მერიის წარმომადგენლებთან ერთად ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები 240 ბავშვი ბაკურიანში გააცილა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, 10 დან 16 წლამდე ასაკის მოზარდები მთის კურორტზე 10 დღით გაემგზავრებიან და წინა წლებთან შედარებით ბევრად კომფორტულ გარემოში დაისვენებენ.
,,ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი გახარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები ბავშვები, რომლებსაც ამის საჭიროება გააჩნიათ, ზაფხულის ცხელ დღეებს ბაკურიანში გაატარებენ. მოზარდებს კურორტზე ყველანაირი პირობა დახვდებათ იმისათვის, რომ ეს ათი დღე გამაჯანსაღებელ და კომფორტულ გარემოში გაატარონ“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
აღნიშნული პროექტი თბილისის მერიის პროგრამის “სხვა სოციალური დახმარება”ფარგლებში და რაიონული გამგეობის ხელშეწყობით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0