რიმა ბერაძის შუამდგომლობით ჩუღურეთის რაიონის პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

18/02/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რიმა ბერაძის შუამდგომლობით ჩუღურეთის რაიონის საბავშვო ბაგა-ბაღებისა და სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქცია საქართველო – ისრაელის ერთობლივ კლინიკაში „ბიდ მედი“ მოეწყო და მასში 150-მდე პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება. საკრებულოს წევრმა აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა კლინიკის ხელმძღვანელობას და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0