რობერტა მეცოლას სახით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა რობერტა მეცოლა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

„ევროპარლამენტის პრეზიდენტი დაინტერესებულია საქართველოთი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. რობერტა მეცოლას სახით, ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უჭერს მხარს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 72 times, 1 visit(s) today