როგორ მოვიყვანოთ ჯეჯილი

10/04/2016

ძველი ტრადიციის მიხედვით, ბზობის კვირას, მორწმუნეები ხორბალს თესენ. ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას და მასზე მუჭით მცირე რაოდენობით ხორბალს მიმოფანტავენ. ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავდნენ. ჯეჯილი ახალი ცხოვრების სიმბოლოა, რომელიც იესო ქრისტემ ადამიანებს თავისი აღდგომით მიანიჭა.

როგორ უნდა დაითესოს ჯეჯილი სააღდგომოდ, რომ მოესწროს. უნდა აიღოთ დაახლოებით 500 გრამი ხორბლის მარცვალი, გარეცხოთ, დაასხათ შემთბარი წყალი და ასე მთელი ღამე გააჩეროთ. დილით წყალი უნდა გადაიღვაროს და ხორბალი ისევ გაირეცხოს. ჩაიყაროს მინის ქილაში და თავზე დაეფაროს, დაიდგას თბილ ადგილას და 24 საათის განმავლობაში ასე გაჩერდეს. მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გადაევლოს წყალი და ლანგარზე 1-1,5 სმ სისქეზე განაწილდეს. ლანგარი სასურველია, გამათბობელთან დაიდგას. რაც უფრო თბილად იქნება, უფრო სწრაფად გაიზრდება.
ლანგარზე დაფენილ ხორბალს მორწყვა არ სჭირდება. მხოლოდ ზემოდან პულვიზატორით მოასხურეთ წყალი დილა-საღამოს, რომ არ გამოშრეს. დაახლოებით ერთ კვირაში თქვენ მიერ დათესილი ჯეჯილი ულამაზესი სანახავი იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0