როგორ შეიძლება კონსესუსზე მოგიწოდებდეს ის ადამიანი, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში არ ჩაერთო კომისიის მუშაობაში

06/06/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოთხი თვის განმავლობაში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
„კონსულტაციაზე, ჩართულობაზე, ვადებზე და ა.შ. საუბარი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდნენ კომისიის მუშაობაში, არის, რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტი. არ შეიძლება ამაზე დამატებითი კომენტარების კეთება. როგორ შეიძლება კონსესუსზე მოგიწოდებდეს ის ადამიანი, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში არ ჩაერთო კომისიის მუშაობაში. როგორც შეიძლება გვესაუბრებოდეს ვადაზე ის ადამიანი, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში არ ჩაერთო მუშაობაში. ამასთან დაკავშირებით, კომენტარების გაკეთება არის ზედმეტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0