როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დასრულებული არ არის, არ ვიცი, რას იხილავს პრეზიდენტი საჯარო შეხვედრებისას

13/03/2017

როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დასრულებული არ არის, არ ვიცი, რას იხილავს პრეზიდენტი საჯარო შეხვედრების დროს, – განაცხადა ეკა ბესელიამ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კამპანიას “კონსტიტუცია ყველასია“ შესახებ.

“თუკი ჩვენ კანონით და კონსტიტუციით დადგენილ პროცედურას მივყვებით, ეს არის ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა კონკრეტული პროექტის მომზადების შემდეგ, კონკრეტული საკონსტუტიციო ცვლილებების ირგვლივ იწყება. როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საბოლოო სახით დასრულებული არ არის და არ არის შესათავაზებელი ფორმით, არ ვიცი, რას იხილავს პრეზიდენტი ამ საჯარო შეხვედრის დროს“, – განაცხადა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0