როდინაულში საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო

24/03/2017

სოფელ როდინაულში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყო. როდინაულის გზის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 5 468 323 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 15 კმ – მდე გზის კეთილმოწყობა. მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა, გზის ზედაპირის აღდგენა არმირებული ბეტონის საფარით, მდინარე ყვირილაზე არსებული ხიდის ასფალტო – ბეტონის საფარით მოწყობა, დაზიანებული მოაჯირების განახლება, საგზაო ნიშნების მოწყობა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 6 სოფლის 1500 ოჯახი შეძლებს. როდინაულის გზის მშენებლობის სამუშაოები მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ ზედამხედველობის სამსახურთან ერთად დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0