რომან კაკულია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს შეხვდა

12/09/2017

„ელექტროენერგეტიკის შესახებ“ კანონის შემუშავების თაობაზე ისაუბრეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა, იანეშ კოპაჩმა დღეს საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს აღმოსავლეთ თანამეგობრობის განყოფილების დირექტორის მოადგილე სვეტლანა კარპიშინი.
ევროკავშირის დახმარების პროექტის ფარგლებში, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება შესაბამისი კანონპროექტის მომზადების მიზნით, თანამშრომლობს საქართველოს ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, მათ შორის, პარლამენტთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0