რომან კაკულია OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

28/07/2017

კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ ისაუბრეს დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრედერიკ ჯენიმ.
შეხვედრაზე ის ძირითადი გამოწვევები განიხილეს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას კონკურენტულ გარემოსთან მიმართებაში. ფრედერიკ ჯენის თქმით, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს იმ ზოგადი სიტუაციის შეფასება, რომელიც კონკურენციასთან მიმართებაში არსებობს საქართველოში. ხდება იმ ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება, რომლებზეც მთავრობამ უნდა მოახდინოს რეაგირება, რათა თავისუფალი, ღია ბაზრის შემთხვევაში ნამდვილად არსებობდეს რეალური კონკურენცია, რომლის გარეშეც ღია ბაზრის პრინციპების ეფექტურობა ვერ მიიღწევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0