რომელი ძალაც არ უნდა დაუპირისპირდეს ჩვენს ქვეყანას, ვერასდროს გაიმარჯვებს საბოლოოდ

24/02/2017

საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრთან ერთად დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლების გმირების ხსოვნის მემორიალი გახსნა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, რომელიც 1919 წელს დაარსებული პირველი ქართული „იუნკერთა სკოლის“ შთამომავალია, მემორიალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აკადემიის კურსანტები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ქვეყნის განვითარების ისტორიაში 1919-1921 წლების მოვლენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0