როსტომ სესიაშვილი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

13/11/2017

ყვარლის ახლადარჩეული მერი როსტომ სესიაშვილი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა. როსტომ სესიაშვილი მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში აირჩია და მან ამომრჩეველთა ხმების 63.85 % მიიღო.
როსტომ სესიაშვილი მერიის თანამშრომლებს დილიდან ხვდება.
როსტომ სესიაშვილმა 2008 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ–ჰუმანიტარული ფაკულტეტი. 2008–2011 წლებში სწავლობა ამავე უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტზე და მინიჭებული აქვს აგრონომიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2004–2004 წლებში იყო ორგანიზაცია „მომავალი ფერმერები საქართველოში“ ხელმძღვანელი. 2005–2015 წლებში მუშაობდა ს/ს „ქინძმარაულის მარანში“ სხვადასხვა პოზიციაზე, იყო მუშა, მთავარი აგრონომის თანაშემწე, ტურიზმის მენეჯერი.
2010 წლიდან არის შპს „ეროს“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2015 წლიდან ასევე არის შპს „სესიაშვილის“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2013 წლიდან „ქართული ოცნების“ ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები საქართველოში და საზღვარგარეთ.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0