როსტომ სესიაშვილმა „ილიას ტბაზე“ ინფრასტრუქტურა მოინახულა

26/12/2017

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა „ილიას ტბაზე“ ინფრასტრუქტურა მოინახულა, იქ არსებულ პრობლემებს დეტალურად გაეცნო, მოკლევადიან გეგმებზე ისაუბრა და დირექტორს კონკრეტული მითითებები მისცა. მერმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა: „არის პერსპექტივა, რომ არსებულ ტერიტორიაზე სამომავლოდ სიახლეები დაინერგოს, ტურისტული თვალსაზრისით მრავალ ფუნქციური გახდეს და ილიას ტბა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს“ -განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0