რუმინეთი არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ძალიან მტკიცე მხარდამჭერი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუმინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან რუმინეთი გახლავთ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და საჭიროა აქტიური კომუნიკაცია ამ ქვეყანასთან. დავით ზალკალიანმა რუმინეთში მამუკა ბახტაძის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, როგორიც არის ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და შავი ზღვის რეგიონის უფრო ეფექტიანად გამოყენების პერსპექტივები.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, გამომდინარე იქიდან, რომ რუმინეთი გახლავთ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია თავმჯდომარეობის პერიოდში ამ ქვეყანასთან აქტიური კომუნიკაცია, რადგანაც საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს როგორც ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, შავი ზღვის რეგიონის უფრო ეფექტიანად გამოყენების პერსპექტივებზე. ეს რეგიონი დღეს თანამედროვე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშია, როგორც ნატოს უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. მნიშვნელოვანია ასევე შავ ზღვაზე ძალიან აქტიურად განვავითაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ვისაუბრეთ სატრანსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტიან გამოყენებაზე.“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

Visited 70 times, 1 visit(s) today