რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო. სამუშაოები მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ.
ქუჩის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით 1 009 881 ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში ქუჩაზე ასევე სანიაღვრე სისტემაც მოეწყო.
რუსთაველის ქუჩის კეთილმოწყობით სამუშაოებს კომპანია „სამკუთხედი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
Visited 138 times, 1 visit(s) today