რუსთაველის ქუჩაზე ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13/03/2017

რუსთაველის ქუჩის სავალი ნაწილისა და ტროტუარების კეთილმოწყობის პარალელურად ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გამგებლის მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად 192 443 ლარია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 3 ჩიხი, სადაც მოეწყო სანიაღვრე სისტემები და დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, ხოლო გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0