რუსთავის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯები 71 მოქალაქეს აუნაზღაურდა

16/06/2017

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის მიზნით შექმნილმა სათათბირო საბჭომ, ქალაქის მერის, დავით ჯიქიას ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა. კომისიამ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თხოვნით შემოსული მოქალაქეთა განცხადებები განიხილა და სამკურნალო ხარჯების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.
2017 წლის დასაწყისიდან დღემდე, სარეზერვო ფონდიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯები სულ 71 მოქალაქეს აუნაზღაურდა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 60 573 ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0