რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ბულვარში კვიდოს ცოცხალი ღობე მოეწყო

17/05/2017

კრწანისის გამგეობამ რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ბულვარში გამწვანების ღონისძიებები დაიწყო. ბულვარის საფეხმავალო ბილიკის გასწვრივ ცოცხალი ღობე მოეწყო, სადაც 2000 ძირი კვიდოს ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა და კრწანისის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა. დედაქალაქის მთავრობის წევრებმა ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერეს. 300-მეტრიანი ბულვარის რეაბილიტაცია გასულ თვეს დაიწყო, რის ფარგლებში უკვე მოეწყო ახალი ბილიკები, მათ შორის, ველობილიკი ბავშვებისთვის. დაგეგმილია დეკორატიული განათებისა და გასართობი სივრცეების მოწყობა. ტერიტორიის გამწვანებასთან ერთად, პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია სარწყავი სისტემის მონტაჟი და ამორტიზებული შადრევნის აღდგენა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0