,,რუსთავის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართა

21/09/2019

ქალაქის დღესასწაულის ფარგლებში “რუსთავის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლები და მეზობელი ქვეყნებიდან და დამეგობრებული ქალაქებიდან დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, სიტყვით მიმართვისას ყურადღება ქვეყნის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე ორიენტირებულ პოლიტიკასა და გამარტივებულ საგადასახადო სისტემაზე გაამახვილა. შოთა რეხვიაშვილმა ეკონომიკური განვითარების პროცესში, რეგიონის როლზე, ადგილზე არსებულ შესაძლებლობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად, წარმატებულ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა.
ფორუმის მიმდინარეობისას, 6 ქვეყნის დელეგაციის წევრებმა და ქართველმა მეწარმეებმა, კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და თემატური პრეზენტაციები გამართეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0