რუსთავის თვითმმართველობაში ააიპ-ების ოპტომიზაცია და რეორგანიზაცია დაიწყო

07/12/2017

რუსთავის თვითმმართველობაში ააიპ-ების ოპტომიზაცია და რეორგანიზაცია დაიწყო. სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიაზე დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა. მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საკრებულოში ორი აიპის ლიკვიდაციის და რამდენიმეს გაერთიანების შესახებ საკითხები განსახილველად შეიტანა. საუბარია ააიპ “იურიდიული დახმარების ცენტრი”-ს და ააიპ “ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის ცენტრი”-ს ლიკვიდაციაზე, ხოლო ააიპ “ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი”, ააიპ “სახელოვნებო გაერთიანების ცენტრი” და ააიპ “სასპორტო სკოლების გაერთიანების ცენტრი” ერთმანეთს შეერწყმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0