რუსთავის მერი რამდენიმე უბნის მოსახლეობას შეხვდა

17/05/2017

რუსთავის მერი დავით ჯიქია მეგობრობის გამზირის, რუსთაველის, დავით გარეჯისა და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ქალაქის მერის მოადგილეები -ნოდარ შეროზია და დავით ლობჟანიძეც ესწრებოდნენ. დავით ჯიქიამ მოსახლეობას რუსთავში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, მოისმინა ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემებიც. 56 შიდა ეზოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მეგობრობის გამზირის მეორე გასასვლელის #3 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები მოეწყობა, განთავსდება სკამები და დამონტაჟდება განათების თანამდროვე სისტემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0