რუსთავის მერი წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას გაეცნო

22/12/2017

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, კომპანია „რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილესთან, თემურ ჯანელიძესთან ერთად, გაგარინის ქუჩაზე, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. „რუსთავის წყალი“ გაგარანის ქუჩაზე, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელს სრულად აახლებს და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს ამონტაჟებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქალაქის მარცხენა სანაპიროს მოსახლეობის წყალმომარაგება. მაგისტრალური ქსელის კაპიტალური შეკეთება 2018 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შემდეგაც, რუსთავის მერია გაგარინის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებს განახორციელებს ..რუსთავის წყალმა’’ წყალარინების სისტემის მოწესრიგების მიზნით, სპეციალური მანქანაც შეიძინა, რომლის პრეზენტაცია დღესვე მოეწყო გაგარინის ქუჩაზე. 2017 წლის საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, ,,რუსთავის წყალმა’’ ქალაქის წყალმომარაგების სისტემის 19 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი განაახლა, რაშიც 5.5 მლნ ლარი დაიხარჯა. ქალაქის ურბანული განვითარებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ,,რუსთავის წყალის’’ ერთობლივი პროექტების განხორციელება 2018 წელსაც იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0