რუსთავის მერი VII და VIIა მიკრორაიონების მოსახლეობას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსთავის მერი დავით ჯიქია VII და VIIა მიკრორაიონების მოსახლეობას შეხვდა. ქალაქის მერმა ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემები მოისმინა და მათ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო. დავით ჯიქიამ მერიის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა პროექტებზეც, მათ შორის მრავალსართულიან კორპუსებში არსებული ბუნკერების გაუქმების საკითხზეც ისაუბრა.
რუსთავის მერმა მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტზე, რომელიც საცხოვრებელი შენობების სადარბაზოებში ბუნკერების გაუქმებას ითვალისწინებს. ბუნკერების გატანის პროცესი პირველ ეტაპზე VII და VIII მიკრორაიონების კორპუსებში დაიწყება. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ელექტრონულ ტენდერს მერია უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

Visited 146 times, 1 visit(s) today