„რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია

27/07/2017

„რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, დამწვარია შენობის დაახლოებით 40–45 კვადრატული მეტრის ფართი. მათივე ცნობით, სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა 5 სამაშველო ბრიგადა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საწყობში გაჩნდა.
ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0