რუსთავსა და შაოგუანს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა

11/05/2017

რუსთავს ჩინეთის ქალაქ შაოგუანის მუნიციპალიტეტის ხუთკაციანი დელეგაცია ესტუმრა. სტუმრებს რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალაქის მერი დავით ჯიქია შეხვდა. შეხვედრაზე ქალაქ რუსთავსა და ჩინეთის ქალაქ შაოგუანს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და შაოგუანის ვიცე-მერმა ჩენ ლიმ მოაწერეს. მემორანდუმის ხელმოწერას პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა მხეიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი და საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ბეგაძის ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ. მემორანდუმი მიხნად ისახავს ორ ქალაქს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას, სხვადასხვა სფეროში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, ახალგაზრდების კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას, ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაცვის საკითხებში საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარებასა და ურთიერთობების გაფართოებას. მოგვიანებით, ჩინეთის ქალაქ შაოგუანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლ ,,ქსენონს’’ ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, ჩინური დელეგაციის წევრები ადგილობრივ საწარმოებს, მათ შორის მეტალურგიულ ქარხანას, რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრსა და ქალაქის ისტორიულ მუზეუმსაც დაათვალიერებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0