“რუსთავქალაქობა 2019” გაიმართა

20/09/2019

„რუსთავქალაქობის“ სახალხო დღესასწაული წელსაც მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. დღის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, გასართობი, კულტურული და სპორტული აქტივობები ჩატარდა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს დღესასწაული პირადად მიულოცა და ადგილილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2018-19 სასწავლო წლის წარჩინებული, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი, ახალგაზრდები დააჯილდოვა. სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში მოეწყო ფერების ფესტივალი. გაიმართა კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. ქალაქი, დღესასწაულის ფარგლებში, რეგიონის მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ეთნოფესტივალს უმასპინძლებს, დასახელდება საპატიო მოქალაქე და გაიმრთება ქართული მუსიკის საღამო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0