რუსთავში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

01/06/2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. მხარის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილესთან ზაურ დარგალთან, ქალაქის მერთან დავით ჯიქიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით მაღლაკელიძესთან ერთად პატარა შემოქმედი რუსთაველები სპეციალური საჩუქრებითა და სიგელებით დააჯილდოვა. გუბერნატორი სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებს პირადად გაეცნო და ავტორებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რეგიონის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0