რუსთავში, განახლებული სკვერი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლადრეაბილიტირებული სკვერი გახსნეს. ადგილზე მოეწყო ამფითეატრი, მინი სპორტული მოედანი, საბავშვო კუთხე, ფილებით მოპირკეთებული ბილიკები და სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა გარე-განათება, დეკორატიული ურნები და სკამები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა განახლებულ სკვერში რუსთავში 2019 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამეს.

Visited 89 times, 1 visit(s) today