რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

30/01/2018

ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დღეისთვის, ქალაქის გასასვლელთან, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, მესხიშვილის ქუჩის მეორე გასასვლელსა და მე-16 მიკრორაიონში მიმდინარეობს. აღნიშნულ ლოკაციებზე უკვე დამონტაჟდა გარე განათების 18 ბოძი.
სამუშაოების ფარგლებში, ელექტროგადამცემი ბოძები და ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათები დამონტაჟდება ყაზბეგის, გორის, დუმბაძის, დონეცკელ მეტალურგთა და ბოსტან-ქალაქის ქუჩებზეც.
ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს.
გარე განათების ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0