რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება

13/03/2017

რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე ახალი სანათების მონტაჟი მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე მიმდინარეობს.
სამუშაოებს ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს, რომელმაც ქალაქის სხვადასხვა უბანში გარე განათების განახლებისთვის, 400 დეკორატიული სანათი შეიძინა.
გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია ეტაპობრივად ქალაქის ყველა უბანში მოხდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0