რუსთავში გზების სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსთავში გზების სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია გრძელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დღეისთვის, დეკორატიული ფილებით ტროტუარების მოპირკეთება, სანიაღვრე სისტემისა და ბორდიურების მოწყობა, გარე განათების აღდგენისთვის კი, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტროტუარების კეთილმოწყობა გრძელდება ტაშკენტისა და ლეონიძის ქუჩებზე. ლესელიძის ქუჩის I, II გასასვლელში, ასევე, I, II ჩიხში, გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეისთვის, ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ტარდება.
ცურტაველის ქუჩაზე ექვს სააღმზრდელო ჯგუფზე გათვლილი #10 ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო. ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე, შენობის საძირკვლის მოწყობა ხდება.

Visited 154 times, 1 visit(s) today