რუსთავში გომელაურის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

22/06/2017

რუსთავში გომელაურის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ასფალტის დაზიანებული საფარის მოხსნა ხდება. ამავე პროექტის ფარგლებში, გომელურის ქ. #1, #2, #3, #4, #5, #6, #7, #8, #9, #10, ფიროსმანის ქ. ქ. #21, #23, #25, #27, #29 და მშენებელთა ქ. #28. #30, #32, #34, #36 საცხოვრებელი შენობების ეზოებში შეიცვლება სანიაღვრე სისტემა და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.
შიდა ეზოების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება ასლანიკაშვილის ქუჩაზე. #7, #9, #9ა, #11, #11ა,
#13 საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში იცვლება სანიაღვრე ქსელი და ასფალტის საფარის განახლებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება.
თოდრიას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დეკორატიული ფილებით ტროტუარების მოპირკეთება, სანიაღვრე სისტემისა და ბორდიურების მოწყობა, გარე განათების აღდგენისთვის კი, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტაშკენტის ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობა, შარტავას გამზირზე, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები, ცურტაველის ქუჩაზე კი, #10 ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი გრძელდება.სადემონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორიაზე ახალი, ექვს სააღმზრდელო ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0