რუსთავში თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, 210 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი გაიხსნა.

15/01/2024

ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, 210 აღსაზრდელზე გათვლილი, სრულად რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა. №1 საბავშვო ბაღი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობის ორივე ფლიგელის გამაგრება-რესტავრაცია და შიდა სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. ბაღი აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით, დამონტაჟდა გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. ასევე მოეწყო საბავშვო ბაღის ეზო.
შესრულებულ სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, რწმუნებულს მოადგილე, ილია ჯალაღანია და რუსთავის მერის მოადგილე, კახა გურული ადგილზე გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0