რუსთავში თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციის (UWW) ეგიდით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის, რუსთავის მერიისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში, ტიტულოვანი რუსთაველი მოჭიდავის, მსოფლიო ჩემპიონის, თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ჭაბუკებს შორის, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ორი დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 8 ქვეყნის 110 სპორტსმენი მიიღებს. ტურნირის გამარჯვებულები და საპრიზო ადგილის მფლობელები მედლებთან ერთად, თასებითა და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდებიან. ჩემპიონატის გახსნას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები დაესწრნენ. სპორტული ღონისძიების ფარგლებში, ქვემო ქართლის გუბერნატორმა თემურ ყაზარაშვილს, ხოლო ქალაქის მერმა წარმატებულ რუსთაველ მოცურავეს, რიოს ოლიმპიადის მონაწილე თეონა ბოსტაშვილს ფასიანი საჩუქარი გადასცა. მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ოლიმპიური კატეგორიის რეფერის, თემურ ყაზარაშვილი სახელობის ტურნირი უკვე მეოცედ ტარდება.

Visited 217 times, 1 visit(s) today