რუსთავში, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე დეკორატიული სანათების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12/09/2017

რუსთავში, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე დეკორატიული სანათების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე დღეს 100 ახალი სანათი დამონტაჟდა. სამუშაოებს რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს და რამდენიმე დღეში დასრულდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე, სულ 300 დეკორატიული სანათი დამონტაჟდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0