რუსთავში, მერიის მიერ მუნიციპალური რეფორმების ცენტრი დაფუძნდა

02/11/2023

ქალაქ რუსთავში, მერიის მიერ მუნიციპალური რეფორმების ცენტრი დაფუძნდა. მუნიციპალური რეფორმების ცენტრი, სხვადასხვა დარგის მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად, 3 ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: დაგეგმავს და მოამზადებს რეფორმებს მუნიციპალური მომსახურების თითქმის ყველა სფეროში და უკვე წარმატებით გატარებული რეფორმების შესახებ გამოცდილებას სხვა მუნიციპალიტეტებსაც გაუზიარებს. ასევე, შეიქმნა მუნიციპალური სასწავლო ცენტრი, რომელიც მოქალაქეთა მომსახურების და მისი რეფორმირების სფეროში დაგროვებულ გამოცდილებას, ტრენინგების სახით სხვა მუნიციპალიტეტებს გაუზიარებს. მუნიციპალური სერვისების რეფორმა რუსთავის მერიაში უკვე ორი წელია წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უკვე ფუნქციონირებს მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი, გაიხსნა თანამედროვე მედიათეკა, შეიქმნა ახალი სამსახური მუნიციპალური ინსპექცია, რეფორმა გატარდა არქიტექტურის და ქალაქის დასუფთავების სფეროშიც. რეფორმების ცენტრის პრეზენტაცია რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მერიის რეფორმების ჯგუფთან ერთად წარადგინა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრები და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0